"ჩვენ თქვენით ვამაყობთ" - სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის დაჯილდოვდნენ:

  • უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში გიორგი ზაქარაშვილი;
  • ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული თორნიკე ბერეკაშვილი;
  • უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, კუკური თოფურია;
  • უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგებლობის კონსული ნანა ჩაბრავა;
  • საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ოდესაში, ლვოვში, იაროსლავ მუზიჩკოვ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"მივესალმები უკრაინაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს და ბატონ ელჩს.

ვფიქრობ, ძალიან სწორია, რომ დიასპორის დღეს იმართება ეს ღონისძიება, რომელიც ეძღვნება თქვენს დაჯილდოებას.

თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში.

ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, თქვენ შეინარჩუნეთ უკრაინაში საქართველოს არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე.

როდესაც ძალიან ბევრმა ჩვენზე დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვივში ან საზღვრების გარეთ, თქვენ შეძელით და თქვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა, ჩვენი დიასპორის, იქ მცხოვრები ქართველების დახმარება.

წამოსვლის მსურველების დახმარება და ადგილზეც ყველანაირი დახმარების გაწევა თავშესაფრის კუთხით და სხვა ბევრი ფორმით.

მგონი, ეს ფაქტი არასაკმარისად არის ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობასა და სოლიდარობაზე.

ის ფაქტი, რომ საქართველომ არ შეწყვიტა მართლაც ურთიერთობა ამ ძალიან რთულ პერიოდში და თქვენ არ ტოვებთ თქვენს ადგილს, რაც უნდა მძიმე პირობები იყოს.

თუნდაც როცა იყო უშუალო საფრთხე კიევში რუსეთის ჯარების შემოჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს, რომ იქ თავშესაფარი მოწყობილიყო.

ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და სოლიდარობის.

ამას თქვენ გააგრძელებთ.

ვიცი, რომ თქვენ ხართ მართლაც იმ ქართული დიპლომატიის წარმომადგენელი, რომლითაც ჩვენ, ყველანი ვამაყობთ.

ეს არის დიდი ტრადიცია და ამ ტრადიციას თქვენ აგრძელებთ ღირსეულად.

ჩვენ, ყველამ შეიძლება, ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში.

დიდი მადლობა ყველას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, რაც ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, ეს არის მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების მტრობა

"პრეზიდენტმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776605654

ახალი ამბები

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკოლოზ (ნარიმან)

1776604584

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსუ...

ზელენსკიზელენსკი

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა

1776601262

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...

პროკურატურა

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე