ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, რაც ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, ეს არის მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების მტრობა

"მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოხალისეები. ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივჩართვებით და ასე შემდეგ" – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"ჩარტერულ რეისებზე ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით, აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, საჯაროდ მოუწოდა თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, ამ დროს ეს ადამიანები გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები.

ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია.

ეს არის მავნებლობა, მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "პრეზიდენტმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

* ირაკლი კობახიძე: სოროსის ფონდის თბილისის ოფისი გადაქცეულია „ომის პარტიის“ დანამატად 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა

1776601262

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...

პროკურატურა

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე

1776597923

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი

1776596142

საზოგადოება

მეუფე შიო: ვფიქრობთ დღეს როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვ...

მეუფე შიო