ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.
კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
⏺ ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;
⏺ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
⏺ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
⏺ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.
კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის №33 დადგენილება: https://nfa.gov.ge/Ge/Legislation
საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა.
ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც.
1769680418
მსოფლიო„ლუკოილი“ თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის
„რუსულმა კომპანიამ „ლუკოილმა“ თანხმობა განაცხადა, რომ თავისი საერთაშორისო აქტივები ამერიკულ კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ს მიჰყიდოს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით იტ...
1769679462
ახალი ამბები„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში“ - საქართველო BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
„მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალ...
1769678570
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
„ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ...
1769677831
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს
„როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა- დასავლეთი გვაკრიტიკებდა. შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი,...
1769674902
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს
ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...































