არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს

მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.

წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6-ს წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება მეწარმე სუბიექტებს. ცვლილების თანახმად, მეწარმე სუბიექტის მხრიდან ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, სამართალდარღვევად ჩაითვლება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

„უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით. მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ზუსტად ამიტომაც, თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდ. მეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769679462

ახალი ამბები

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში“ - საქართველო BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

„მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალ...

მაკა ბოჭორიშვილი

1769678570

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

„ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ...

ლევან მაჭავარიანი

1769677831

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს

„როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა- დასავლეთი გვაკრიტიკებდა. შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი,...

ლევან მაჭავარიანი

1769674902

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს

ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...

ირაკლი კირცხალი

1769673901

ახალი ამბები

დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბა...

კახა კალაძე