"ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენმა პარტიამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან" - ღარიბაშვილი
"ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ, ჩვენმა პარტიამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი, რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2017 წელს ასევე განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და მასში განისაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.
"2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.
ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატოსთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში.
ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება.
ეს არის ჩვენი მოტივაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს.
ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატო-ში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება.
ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე.
მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები.
გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს.
ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან.
ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი.
ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი", – განაცხადა პრემიერმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ვლადიმირ პუტინს მის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკლის გაღვივების ეშინია" - შოლცი
1790590903
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...
1790590501
საზოგადოებაგაგრაში დააკავეს აფხაზი, რომელმაც რუსი ტურისტი მოკლა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში გუდაუთის 25 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელსაც რუსი ტურისტის მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას AMRA-life ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, გუდაუთის მკვიდრი ედუარდ ა...
1790589492
მსოფლიომედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული...
1790587943
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფ...
1790586401
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...


























