ჰარცელი: გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის
"გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გავიდა გარეთ, რომლებსაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ.
"პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ.
არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენა არსებითია.
რაც გუშინ მოვისმინე იყო ის, რომ გარეთ გამოვიდა ძალიან ბევრი რიგითი ქართველი, რომელთაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს მომენტით, შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცა და გადადგას სწორი ნაბიჯები წინ, რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.
ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს.
უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან.
გუშინ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყანაში, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, გავაცნობიეროთ, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში მომავალი აქვთ.
ამ ძლიერი გზავნილებით, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრება ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც ხაზს უსვამს ახლა გადამჭრელი ნაბიჯების მიღების საჭიროებას ამ მისწრაფებების დემონსტრირებისთვის.
ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი საქმეები.
ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის.
ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ.
რის შემდეგაც გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის", - განაცხადა ჰარცელმა.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად 20 ივნისს სიმბოლურ ადგილას საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი.
რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების რიცხვს, სპეციალური პლატფორმის მიხედვით, რომელიც სივრცისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით დათვლის საშუალებას იძლევა, რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 100 000-ს აღემატებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍"საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი, უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული" - მიხეილ სარჯველაძე
1790584822
სპორტიახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...
1790582530
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...
1790581319
ახალი ამბებისამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1790581287
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...
1790580705
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიე...


























