"გთხოვთ, არ დაიშუროთ შუამდგომლობანი თქვენი სამწყსოს – ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე" - დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს.

აღნიშნული მიმართვა დეკანოზმა გლდანის ციხიდან „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

დეკანოზის თქმით, საქართველოში, ხელისუფლება ხალხის ნებას არ გამოხატავს, ასეთი მმართველობის გამო კი, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.

„უწმინდესნო, უნეტარესნო და მაღალუსამღვდელესნო, მამამთავარნო, ეკლესიათა მეთაურნო ახალი რომისა და მსოფლიოს – ბართოლომეოს,რუმინეთისა – დანიელ, ბულგარეთისა -ნეოფიტე, კვიპროსისა ქსიზოსტომოს, ელადისა იერონიმე, პოლონეთისა საბა, ჩეხეთისა და სლოვაკიისა – როსტისლავ, ფინეთისა – ლეონ, წმინდანო მეუფენო, თხოვნა რომლითაც მოგმართავთ, ნაკარნახევია სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დგას, ამიტომ ვიმედოვნებ ჩემს გაბედულებას ბედნიერებად არ ჩამითვლით.

მოგმართავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც საქართველოს ეკლესიის პრორუსული ადმინისტრაციისა და საქართველოს მმართველი ხელისუფლების გარიგებით 5 წელზე მეტია (რომლიდანაც 3,5 საწოლს ვარ მიჯაჭვული) უკანონო ტყვეობაშია.

თუმცა, დღეს მოგმართავთ არა როგორც ტყვე, არამედ, როგორც უძველესი იბერიის შვილი, რომლის სამშობლო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს და საქართველოს ხალხის ქრისტიანობამდელი თუ ქრისტიანობის შემდგომი ისტორია, რომლის არჩევანი იყო და არის ევროპა – ევროპული ცივილიზაცია.

საქართველო ევროპელთა პირველი სამოსახლოა – ღვინის, ხორბლის 27 სახეობიდან 12-ის, ყველის, მედეას და ოქროს საწმისის, ფარნავაზისა და სამსახოვანი ანბანისა.

ფარსმან დიდის სამშობლომ მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფე მირიანის ზეობისას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად, პოლიტიკურად ცალსახა ევროპული არჩევანი გააკეთა.

საქართველოს ხალხი ამ არჩევანს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად „ერთგულება ქრისტიანობისა, სიყვარული ბერძენთა“ (ევროპელთა) – უშურველად იცავს.

წმინდა იოანე თორნიკე ერისთავი, წმინდა დავით აღმაშენებელი – ქართველი ჯვაროსანი, წმინდა თამარ მეფე – კონსტიტუციური მონარქიის კონტურთა მსოფლიოში პირველი მომხაზველი, წმინდა გიორგი მთაწმინდელი, წმინდა ილარიონ ქართველი – ბალკანელ ევროპელთა ანბანის თანაავტორი, წმინდა ანთიმოზ ივერიელი – რუმინთა განმანათლებელი, წმინდა გრიგოლ ფერაძე, პეტრე იბერი, სულხან-საბა ორბელიანი, წმინდა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ამბროსი ხელაია, კატენში სხვა ევროპელებთან ერთად დახვრეტილი ქართველი ოფიცრები, აი, მცირე ჩამონათვალი იმ ქართველთა, რომელნიც სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ ღვაწლთან ერთად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებდნენ ევროპული ცივილიზაციის დასაცავად.

წმინდა მამამთავარნო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ევროკომისიამ წინა დღეებში მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, თუმცა, აღინიშნა მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ გზაზე.

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ის პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გაუკუღმართებული პოლიტიკისა და მმართველობის გამო საქართველოს ხალხი არ უნდა დაისაჯოს.

ხალხი მოახერხებს არჩევნების გზით გაუმჯობესდეს პოლიტიკური ვითარება და საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები.

ამისათვის კი, საქართველოს სჭირდება ევროპის ძლიერი მხარდაჭერა.

ევროპელი ხალხი და მათი მთავრობები, რომლებიც სწორედ ამ დღეებში დასრულებულ სახეს მისცემენ გადაწყვეტილებას საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, წარმოადგენენ თქვენს სამწყსოს, რომელნიც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებებს და პოზიციებს, სწორედ ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, არ დაიშუროთ შუამდგომლობანი თქვენი სამწყსოს – ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე, რათა ჩემი სამშობლო – უძველესი იბერია, საქართველო და საქართველოს ხალხი მხარდაჭერილ იქნეს სათანადოდ, რათა ამ მხარდაჭერით გაძლიერებული ებრძოლოს ევროპული ცივილიზაციის დაუძინებელი მტრის, რუსეთის გავლენებს და შეუფერხებლად იაროს განვითარების გზაზე“, – აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ვლადიმირ პუტინს მის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკლის გაღვივების ეშინია" - შოლცი

📍"გავრილოვის ღამის შემოქმედი - გიორგი გახარია უკვე აყოლილია და გამალებით მუშაობს მისი ოლიგარქისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაზე" - ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790595835

საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნი...

არადეკლარირებული ოქრო

1790594735

საზოგადოება

ინგა გუდაძე მერაბ მეტრეველზე: „ნაცების“ მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო, ჩვენ რომ გვბომბავდნენ, ზელენსკი დაგვცინოდა - ამათი უსამშობლობა ზენიტშია

„ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი რუსეთში, წითელ მოედანზე, მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს „ჩესტს“ უღ...

ინგა გუდაძე

1790593607

საზოგადოება

დროგამოშვებით ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებშ...

ამინდი

1790592867

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გა...

ლევან მაჭავარიანი

1790592255

საზოგადოება

ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მო...

ნინო წილოსანი