მედიის ცნობით, საფრანგეთის რამდენიმე დეპარტამენტში ხანძრების გამო, 27 ივლისს ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კრიზისული სხდომა გაიმართება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 27 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორის კრიზისულ სხდომას უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყნის რამდენიმე დეპარტამენტში გავრცელებულ ხანძრებს შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრა პარიზის დროით დილით 10:00 საათზეა ჩანიშნული. ამ თათბირის გამო, გაუქმდა პრეზიდენტის სამუშაო სადილი მთავრობის წევრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად.
პარალელურად, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო 27 ივლისს სასწრაფოდ იწვევს ტურიზმის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სადაზღვევო სექტორების სპეციალისტებს. შეხვედრის მიზანი ლანდისა და ჟირონდის დეპარტამენტებში ძლიერი ხანძრების შედეგების შეფასება და მხარდაჭერის ზომების განხილვაა. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები. შეხვედრა ორგანიზებულია არსებული სიტუაციის შესაჯამებლად, პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის და დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
ეკონომიკის სამინისტროს მეორე სხდომაში მონაწილეობას კი შესაბამისი პროფესიული ფედერაციები, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს დაინტერესებული მხარეები, სადაზღვევო კომპანიები, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრები მიიღებენ.
ხანძარი, რომელიც ჟირონდის დეპარტამენტში ოთხშაბათიდან მძვინვარებს, კიდევ უფრო ფართოვდება და ბორდოსკენ მიიწევს. ცეცხლის ლოკალიზების მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლებამ 25 ივლისიდან პროცესში არმია ჩართო. ქალაქ ბორდოსთვის საფრთხის შემცველი ტყის მასშტაბური ხანძრის ზონიდან 220 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
1785091447
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: დასავლური ქვეყნების მიერ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის
საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, ეკონომიკური პროექტების განვითარებაში ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან კომენტარი გააკე...
1785089939
ახალი ამბებიყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთ...
1785087845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო...
1785085797
ახალი ამბებისოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედ...
1785084616
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გივი მი...































