"დაჭრილი თავის გადარჩენას და გაქცევას ცდილობდა" - ლანჩხუთში მონხდარი მკვლელობის დეტალები
ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 67 წლის კაცი დააკავა. ბრალდებული ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ სოფელ ჭანჭალში სისხლიანი გარჩევა მეტადონის გამო მოხდა. ირკვევა ისიც, რომ ბრალდებული მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, თუმცა ჭანჭალში ხშირად ჩამოდიოდა, რადგან მეგობრობდა მოკლულთანაც და სხვა მეზობლებთანაც.
„კონფლიქტური პიროვნება არასდროს ყოფილა... ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთთან ნორმალური და ჩვეულებრივი და რა მოხდა არ ვიცი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"პირველებმა" ასევე გაარკვია, რომ დაჭრილი თავის გადარჩენას და გაქცევას ცდილობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებაც სწორედ მანვე მოახერხა.
ჩოხატაურის კლინიკის ექიმი, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული გადაიყვანა, ამბობს, რომ პაციენტი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
ზაზა წულაძის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მოკლულს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კასპში, სკოლის დირექტორი ხევში გარდაცვლილი იპოვეს - რა ვერსიებზე საუბრობენ ადგილობრივები?
🔵"ჭალაში წაიყვანეს და აწამეს" - ლანჩხუთში 46 წლის კაცი სასტიკად მოკლეს
1782388501
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782387240
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1782385915
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკ...
1782385839
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად
ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტ...
1782385765
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ...































