პრემიერი: ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად
ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა პრემიერმა.
1782385655
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს
„ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ვქმნით სრულად...
1782384522
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზის გადასმა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თქმა იმისა, რომ თქვენ ქვეყანა აღარ გექნებათ, მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრები უნდა გახდეთო, რა სტანდარტში ჯდება, მსჯელობაც კი არ სჭირდება
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების ინიციატივას ეხმაურება. „ევროკავშირი არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ევროკავშირი შეიძლება იყოს შენი...
1782384439
ახალი ამბებიპრემიერი: მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას
ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხ...
1782382871
ახალი ამბებიპრემიერი: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - ამის შესახებ საქა...
1782380510
ახალი ამბებიუსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად ახლადაშენებულ კორპუსში გა...































