„დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო - „ომის პარტიას“ ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველს „ომის პარტიის“ წარმომადგენელი უწოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს.

„თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე კუთხით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. - ყველას უნდა ერთადერთი რამ - ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია“, შესაბამისად, ისიც არის ამ განზრახვის ნაწილი.

რაც შეეხება „ომის პარტიას“ თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი მიზანი - ეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი და შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, ვისაც აქვს საპირისპირო მიზანი, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, ჩვენთვის ყველა ერთნაირად მიუღებელია. ეს დასკვნაც, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აეჭრა, შემდეგ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად მოსულიყო ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად - გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა ის საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო სააკაშვილი გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, - განაცხადა კობახიძემ.~

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველო არასდროს უნდა დაემსგავსოს რუსეთს, - არასდროს! - დემურ გიორხელიძე

🔵 „არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს ვრცელ წერილს უგზავნის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი