დაკავებულია ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი - შინაგან საქმეთა სამინისტრო
„სამართალდამცველების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძის განცხადებით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ატარებენ.
სამართალდამცველების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
სამართალდამცველების მიერ, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.
პოლიციელების მიერ, ასევე, აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მდმა“, „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
1775042199
ახალი ამბები2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...
1775041883
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...
1775040013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: შემიძლია თამამად ვთქვა, ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში
„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა, იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევა...
1775039864
ახალი ამბებიმამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - ამის შესახებ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალ პატრიარქს...
1775038852
ახალი ამბები„ნატო არასდროს მხიბლავდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ქაღალდის ვეფხვები იყვნენ, ეს პუტინმაც იცის“ - ტრამპი აცხადებს, რომ ნატოდან გასვლას სერიოზულად განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მტკიცედ განიხილავს ნატოდან გასვლას“, - ამის შესახებ ტრამპმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის ცნობით, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა...































