მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა

მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - ამის შესახებ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ნამდვილად ღირსეული ეპისკოპოსები არიან.

„პირველ რიგში ღმერთი და სულიწმიდა მოქმედებს [პატრიარქის არჩევის დროს] და შემდეგ უკვე ეპისკოპოსები მიიღებენ გადაწყვეტილებას. მომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ნამდვილად ღირსეული ეპისკოპოსები გვყავს. ისინი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჩემი აზრით, აუცილებლად გაითვალისწინებენ პატრიარქის არჩევანს, რადგან პატრიარქის ნაკურთხია თითქმის ყველა ეპისკოპოსი და ყველამ იცოდა პატრიარქი როგორი შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო.

ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი, მადლმოსილი პატრიარქი. შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ. მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება.

ყველაზე მთავარი კიდევ დაინახა მასში, რომ ძალიან მომთმენი ადამიანია ჩვენი მეუფე, რადგან ამ ცხრა წლის განმავლობაში ვნახეთ როგორი ცილისწამებები მიმდინარეობდა და მეუფე როგორ სულგრძელად ითმენდა ამ ყველაფერს. როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება, ზუსტად ისე იქცეოდა“, - აღნიშნა სასულიერო პირმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775042928

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება...

ირაკლი კობახიძე

1775042199

ახალი ამბები

2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...

გაზაფხულის ამინდი

1775041883

ახალი ამბები

გლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...

გლდანის რაიონის გამგეობა

1775040013

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: შემიძლია თამამად ვთქვა, ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში

„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა,  იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევა...

ლევან მაჭავარიანი

1775039761

ახალი ამბები

დაკავებულია ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი - შინაგან საქმეთა სამინისტრო

„სამართალდამცველების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული დ...

შსს