დავით ჩიხელიძე: ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს
ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს და ზეწოლის ფორმას იღებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე დასავლელი პოლიტიკოსების: მარტა კოსისა და კესტუტის ბუდრისის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
ჩიხელიძის თქმით, მარტა კოსისა და კესტუტის ბუდრისის განცხადებები არის არა მეგობრული რჩევები, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სწორედ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, რომლის თავდაპირველი ამოცანა ეროვნული ინტერესების გატარებაა.
„ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს და ზეწოლის ფორმას იღებს. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ იგივე აქტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ საერთოდ არ აღიარებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, დღეს უკვე საუბრობენ „ხელისუფლებასა და მთავრობაზე“, რაც მათი რიტორიკის აშკარა შერბილებასა და პოზიციის კონიუნქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.
რატომ აძლევენ თავს უფლებას უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ლიეტუვის წარმომადგენელი, ბრიუსელიდან განიხილავდეს, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები საქართველოში. ეს არც მხარდაჭერაა და არც მეგობრული რჩევა, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკას, ისე სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს.განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება მორალის კითხვა იმ პირობებში, როდესაც თავად დასავლეთის არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები სერიოზულ კრიზისს განიცდის, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, საზოგადოებრივი ნდობის შემცირება, არჩევნების ლეგიტიმაციის გარშემო დავები თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი სკეპტიციზმის ზრდა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ მთავრობებს გასცენ პასუხი, ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, არჩევნების ჩატარების წესები და ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი განისაზღვრება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ. ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და არა უცხოელი პოლიტიკოსების განხილვის თემა. პარტნიორობა ვერ იარსებებს პატივისცემის გარეშე, ხოლო პატივისცემა იწყება იმ საზღვრების აღიარებით, ვიღაც ვიღაცებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რჩევა ჰგონია.რაც შეეხება ქალბატონი კოსის განცხადებას, საქართველოს დღეს ხალხის მხარდაჭერილი მთავრობა ჰყავს, რომლის ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არის და არა ბრიუსელის ყმობა! ჩვენ არა ბატონი, არამედ ძლიერი პარტნიორი გვჭირდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით“,- წერს დავით ჩიხელიძე.
1765784587
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ „ნაცი“ „პროდასავლელია“, დროა, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივის“ ვიდეოს და იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ძველ გ...
1765783502
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაი...
1765782732
ახალი ამბებითბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის დარეალიზაციის...
1765781827
ახალი ამბებიგანათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას, სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგ...
1765780085
მსოფლიოახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებე...































