დავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლომატიური ჟესტი. ეს არის პრინციპული განაცხადი, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. წერილში ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომლითაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. საუბარია არა წარსულის გადაფარვაზე, არამედ იმაზე, რომ „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობა აგებული იქნეს კონკრეტულ გეგმასა და შედეგებზე ორიენტირებულ გზამკვლევზე. გეოპოლიტიკური რეალობა დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით სენსიტიურია. ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთის მხრიდან სამხედრო და ჰიბრიდული ზეწოლა არ ნელდება, შავი ზღვის რეგიონი კი გადაიქცა ძალთა ბალანსის მთავარი არენად.

ასეთ ვითარებაში კი, შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და განვითარების კუთხით გადამწყვეტია. პრეზიდენტის გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა. საქართველო აცხადებს, რომ მზად არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რათა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვით, წერტილი დაუსვას, ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაში არსებულ ბუნდოვანებას. მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა უნდა შეფასდეს, როგორც დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას. ეს არ არის უბრალო პროტოკოლური ნაბიჯი — ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ურთიერთობას ახალი სიცოცხლე შესძინოს და დასავლურ გზაზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756715090

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1756713991

ახალი ამბები

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

 პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

1756710020

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშინასამ...

დაკავებადაკავება

1756708701

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის გა...

დაკავება, პოლიცია

1756706993

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გაიმართება თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. „მედიას პარტიის პრესსამსახური...

ქართული ოცნება