კახა კალაძე ოპოზიციის დაპირისპირებაზე: დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით

„თავად გაერკვნენ, ვინ სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას.
„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი გამოწვევებია დედაქალაქში, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით. ვინ სად იქნება და როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვნენ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ხშირად საუბრობს სახელმწიფოს გადატრიალებაზე, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.
„ამ ტიპის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ ვისმენთ. ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება. ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1756719581
ახალი ამბებიკახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია
„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშე...
1756718022
სპორტიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...
1756716557
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...
1756715090
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756713991
ახალი ამბებიპოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...