კახა კალაძე: საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

„ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება, თუ წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო.
„პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინადადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია. პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში - ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს.
ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება, თუ წერილები მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე გააკეთა განცხადება იმაზე, რაზეც მანამდე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საუბრობდა, კერძოდ, ე.წ. დიფ სთეითის საკითხის შესახებ.
„ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა მოხდა. რეგიონში საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, კულტურით, ტრადიციებით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის.
ამდენი წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ და გლობალურ ომის პარტიას ვახსენებთ. ჩვენი მისამართით ისმოდა ქილიკი. მაგრამ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და მთელ მსოფლიოს დაანახა ის, რაზეც თუნდაც „ქართული ოცნება“ მანამდე საუბრობდა. დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებაა. დონალდ ტრამპმა პირდაპირ ხელის გულზე დაგვიდო ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაციები იყვნენ დაკავებული, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები დაეფინანსებინათ. ბინძური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც იფუთება ისე, თითქოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენ გვინდა, აშშ-თან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1756719581
ახალი ამბებიკახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია
„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშე...
1756718022
სპორტიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...
1756716557
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...
1756715090
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756713991
ახალი ამბებიპოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...