პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

 პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს.

„მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში.

დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი და სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. გლობალურმა პროცესებმა საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან, ეს გამოწვევა კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და გონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს.

გასული წლების განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოში სიტუაციის არევის, ქაოსის და ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებს ადეკვატური პასუხი ან ვერ, ან არ გასცა. დღესაც კი, ვხედავთ რომ ოპოზიციური ფლანგი ოკუპირებული აქვთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დავალებებს უცხოეთიდან იღებენ და მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ - ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის მზად არიან გადაწვან ქალაქები, ადმინისტრაციული შენობები, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოღონდ როგორმე ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.

ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ხელისუფლება არათუ სამართლებრივ პასუხს სცემს, არამედ მისი არაადეკვატური ქმედებებით ხელსაც კი უწყობს ოპოზიციურად განწყობილი საპროტესტო ელექტორატის მაქსიმალურად გაღიზიანებას, რაც ქვეყანას ძალიან ცუდად უბრუნდება.

დღეს, საქართველოს წინააღმდეგ, ყველაზე აქტიურად და საკმაოდ ეფექტურადაც ევროკავშირში გაწევრიანების თემა გამოიყენება. ჩვენი ქვეყანა სწორედ ახლა იმკის იმ მიუტევებელი შეცდომის მძიმე შედეგებს, რაც კონსტიტუციაში „ევროინტეგრაციის“ ჩაწერა იყო. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით მმართველ გუნდს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთება დიდი ხაფანგი იყო საქართველოსთვის, რაც უკვე მოცემულობაა. კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებების გახსნა - შანტაჟის ეს ბერკეტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეფექტურად მუშაობს, რაც შედეგია იმ ზღვარგადასული პროპაგანდის, რომელიც ჩვენ მოსახლეობას თავს მოახვიეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით და დააჯერეს ხალხი, რომ არ არსებობს სხვა გზა საქართველოსთვის, გარდა „ევროკავშირისა“, რომ ეს არის იდეალური გაერთიანება და უსაფრთხოების გარანტი...

„მემარცხენე ალიანსის“ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი და მიზანი სწორედ ამ ტყუილი პროპაგანდის განეიტრალება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოფხიზლებაა.

აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს წაადგება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ისევე როგორც სიცრუეა ზოგადად ამ პერსპექტივის არსებობა. არავინ ჩვენ ევროკავშირში არ გვეპატიჟება, ეს თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, როდესაც ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე მიანიშნა, თუმცა პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხვალვე რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი დაქცეული და ჩამოშლილი კავშირის წევრობაზე.

ევროკავშირის ეკონომიკა დღეს რეცესიას განიცდის, მაშინ როდესაც საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. რუსეთ - უკრაინის ომის მიმართ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიდგომების ცვლილებამ, კერძოდ ომის დაფინანსების მთლიანად ევროპის ვალდებულებად ქცევამ - კიდევ უფრო დაამძიმა გაერთიანების მდგომარეობა. თუ ომი გაგრძელდება, მისი დაფინანსება თავიდან ბოლომდე ევროკავშირს მოუწევს, ხოლო თუ ომი დასრულდება, დანგრეული უკრაინის აღდგენა სწორედ რომ ევროკავშირს დააწვება ტვირთად, პარალელურად ეკონომიკურად დაქცეულ მოლდოვასაც მიიერთებენ და ეს კიდევ უფრო დამატებით წნეხად დააწვება გაერთიანების ეკონომიკას.

აღარაფერს ვამბობთ იმ სულიერ და მორალურ დეგრადაციაზე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხდება. ხელოვნურმა მიგრაციამ, ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდამ და ანტიეკლესიურმა ფსევდო ლიბერალურმა „ღირებულებებმა“ ერთ დროს მართლაც საოცნებო ევროკავშირი ბინძურ ჭაობად აქცია, საიდანაც წევრ ქვეყნებსაც კი სურთ თავის დაღწევა... დღეს ფეხქვეშ არის გათელილი ევროკავშირის შექმნის მთავარი პრინციპი - ქრისტიანული ღირებულებები. ამ მხრივ გერმანიის მაგალითის მოყვანაც კი საკმარისია, სადაც თუ ოდნავ მაინც გააკრიტიკე, თუნდაც კითხვა დასვი ლგბტ იდეოლოგიის თაობაზე, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ და პატიმრობას შეგიფარდებენ. ამის პარალელურად - თუ ღია და მკაფიო მხარდაჭერა გამოხატე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მიმართ - ესეც სისხლის სამართლის საქმის დაწყებით და პატიმრობით დასრულდება.

ამიტომ, მარტივი კითხვა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან - რატომ აგრძელებთ საზოგადოების მოტყუებას და ცრუ დაპირებებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის? რატომ აგრძელებთ ისევ იმ საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც ზუსტად ვიცით - ქვეყანას არათუ სიკეთეს არ მოუტანს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს? რატომ არ ამბობთ სიმართლეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, სადაც არავინ გველოდება, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება? ევროკავშირი დღეს არის კოლონიების გაერთიანება და არა თავისუფალი ქვეყნების კავშირი, სადაც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, არის უნგრეთი...ხელისუფლება კი ბედავს და ქართველ ხალხს ისევ ილუზიებში ამყოფებს, რომ თითქოს ჩვენი ხსნა არის ევროკავშირში გაწევრიანება.

დღეიდან ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი საზრუნავი სწორედ ტყუილი „ევროპული პერსპექტივის“ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ჩავალთ ყველა სოფელში და დაბაში, შევხვდებით ყველა ქართველს და ავუხსნით, რომ ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. პარალელურად ვაწარმოებთ აქტიურ კამპანიას, რომლის მიზანი იქნება ერთადერთი რამ - ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე და ვაჩვენოთ საზოგადოებს რეალური მოცემულობა - დღეს ევროკავშირი არის დანგრევის პირას მყოფი დეგრადირებული გაერთიანება და სასწრაფოდ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ხაფანგს, თუ გვინდა, რომ საქართველომ ღირსეული არსებობა გააგრძელოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756716557

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...

დავით ჩიხელიძე

1756715090

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1756710020

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშინასამ...

დაკავებადაკავება

1756708701

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის გა...

დაკავება, პოლიცია

1756706993

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გაიმართება თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. „მედიას პარტიის პრესსამსახური...

ქართული ოცნება