ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების
ორგანიზების პროცესში შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე, საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში.

ღონისძიებას ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირიც ესწრებოდა. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და იმ პროცესების შესახებ ისაუბრეს, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესში და უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხორციელდება.

„ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც, რა თქმა უნდა, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, იმისთვის, საარჩევნო პროცესები აქტიურად გაშუქდეს, მნიშვნელოვანია მედიას მუდმივად მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ დეტალები ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის დასრულებისას.

„იმისათვის, რომ მედიამ სწორად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზება, იმისათვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, მნიშვნელოვანია მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით კი ჩვენი მხრიდან ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია, თუ დამკვირვებელი არის ინფორმირებული. ამიტომ სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს შეხვედრებსა და საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს, რაც სწორედ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.

როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რითაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მჭიდრო, საქმიან ურთიერთობებს მედიასთან ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756719581

ახალი ამბები

კახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია

„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშე...

კახა კალაძე

1756718022

სპორტი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...

მარიამ ქვრივიშვილ

1756716557

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...

დავით ჩიხელიძე

1756715090

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...

დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1756713991

ახალი ამბები

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

 პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს