კახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია

„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შენდება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კომპლექსი და არა რეკრეაციული სივრცე, კახა კალაძე პასუხობს, რომ ტერიტორია შეიძინა კერძო კომპანიამ და თბილისის საკრებულოსთან შეთანხმებულ პროექტს ახორციელებს, რაშიც კანონდარღვევა არაფერია.
„და რატომ უნდა გამოგვეყენებინა რეკრეაციულ სივრცედ? აღნიშნული ტერიტორია იყო საკუთრება ბადრი წილოსანის, რომელმაც კონკრეტული არეალის განვითარების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმა შეათანხმა და ეს საკრებულოში დამტკიცდა. შემდეგ ილია წულაიას კომპანიამ შეიძინა და ის გეგმა და პროექტი, რომელიც დამტკიცებული იყო, ამას ახორციელებს. რა არის ამაში ცუდი და სად ნახეთ კორუფცია?
რაც შეეხება ჩემი და ილია წულაიას ნათესაურ კავშირს, მე ამას არ ვმალავ. სანამ მე ხელისუფლებაში მოვიდოდი, ეს ადამიანი მანამდეც ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და დღესაც აგრძელებს. იმის გამო, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩემი შვილის ნათლიაა, ბიზნესს თავი დაანებოს? რამე უკანონოდ აქვს ამ ადამიანს გაკეთებული? კერძო საკუთრება იყიდა და რა შუაშია აქ ჩემი გავლენა? კერძო პირისგან კერძო პირმა ტერიტორია იყიდა და პროექტს ახორციელებს. ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი ოჯახის ახლობელია? მომიტანეთ ერთი ფაქტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, არაერთხელ გავრცელდა მის წინააღმდეგ ბრალდებები, თუმცა, ვერავინ მოიყვანს ფაქტებს, რომ კანონდარღვევა ჩაიდინა.
„მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემს წინააღმდეგ სიბინძურის გავრცელებით, ტყუილების შეთითხვნით ხართ დაკავებული. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება ჩემს მიერ ერთი კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით? მაგრამ ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჩემს მიმართ აქვს. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1756719872
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციის დაპირისპირებაზე: დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით
„თავად გაერკვნენ ვინ სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას. „ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ა...
1756718022
სპორტიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...
1756716557
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალო დიპლო...
1756715090
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ...
1756713991
ახალი ამბებიპოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვ...