ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია
„განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი - ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებობდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას.
მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება“ და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს.
მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.
„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება“, - აღნიშნა მეტრეველმა.
მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება.
მისივე განცხადებით ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.
1769856094
ახალი ამბებიბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა“, - წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში. ჩხაიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს ტყუილს,...
1769854163
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა. „აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მა...
1769851963
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს
„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის...
1769850437
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...
1769848900
ახალი ამბებინინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: ორგანიზაციად წოდებული „საერთაშორისო გაუმჭვირვალობა“ უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიერ...































