პუტინის თანაშემწე ვარაუდობს, რომ კუშნერი იქნება ის, ვინც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გეგმას დაწერს
კრემლში ფიქრობენ, რომ თუ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომი გეგმა შემუშავდება, ამ პროცესზე დიდი გავლენა ექნება აშშ-ის პრეზიდენტის სიძესა და მრჩეველს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს, რომელიც მოსკოვში ბოლოს გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
მან ისაუბრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების ტონზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და კუშნერთან.
„ტონი, ვიტყოდი, და არ მეშინია ამ სიტყვის გამოყენების, კონსტრუქციული და მეგობრული იყო. პუტინი კარგად იცნობს უიტკოფს; ის უკვე ექვსჯერ შეხვდა მას და მათი საუბრები ნამდვილად მეგობრულია, მათ ერთმანეთის მყისიერად ესმით. და ახალი ადამიანიც შეუერთდა და ვიტყოდი, რომ ის საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა, რადგან უიტკოფის ამ ხიბლსა და კეთილგანწყობას მან სისტემურობის ელემენტი დაამატა“, - განაცხადა უშაკოვმა.
„პირადად მე ვფიქრობ, რომ, მრავალი თვალსაზრისით, თუ რაიმე გეგმა, რომელიც შეთანხმების მიღწევამდე მიგვიყვანს, ქაღალდზე გაგრძელდება, სწორედ ბატონი კუშნერი იქნება ის, ვინც „კალამს მართავს“, - დასძინა მან.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































