დავით მათიკაშვილი: ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ“, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.
როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, კონკრეტულ ძალებს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები აშინებთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს საწინდარია.
„დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ კონკრეტულ ძალებს. იმიტომ, რომ, როგორც „ნამოხვანჰესი“, ასევე Eagle Hills-ი საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.
სრულიად თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ. ხომ წარმოუდგენელი რაღაც არის - საქართველოში, 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ რიცხვიდან 0,3% - შვიდი ქვეყანა არაბული სახელმწიფოდან წამოსული ადამიანები არიან. 0,3% გამოდის მთლიანი მოსახლეობის. ან რა ლოგიკაზეა საერთოდ საუბარი? ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს რომ არ გაუვათ, იმ ადამიანების რაოდენობითაც ჩანდა, რომელიც გუშინ იყო. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, დიდი ხანია, ამაში ყველა დარწმუნდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1789986678
საზოგადოებასამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პრ...
1789986180
მსოფლიოევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ
„ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 21 სექტემბერს დილით გამართულ შეხვედრაზე ევროკავშ...
1789983900
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
„პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და...
1789983139
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...
1789981942
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად
„ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლ...





























