შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.
საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1789979287
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა
„კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგ...
1789979243
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივება
„ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არა...
1789979137
ახალი ამბებისკოპიეში გამართული ევროპის თასიდან ჩვენი სპორტსმენები 4 მედლით ბრუნდებიან
სკოპიეში გამართული ევროპის თასიდან ჩვენი სპორტსმენები 4 მედლით ბრუნდებიან! საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით ეს სპორტსმენებია: 👉 თენგო ზირაქაშვილი - 73 კგ 👉 საბა ინანეიშვილი +100 კგ 👉 ნოდ...
1789978268
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი
„როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, - გა...
1789978230
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამოხვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაცმოძრაობა“, „ენჯეოები“, როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ
„იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქ...






























