შალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად

„ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რა საფრთხეს ხედავს ლექციებსა და სემინარებში.

„როდესაც ადამიანი არ აღიარებს არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონებს, არის „ნაცმოძრაობის“ სიით პარლამენტში შემოსული, რადიკალიზმის განსახიერება რომაა და ამ ადამიანს მისცემ პოლიტიკური პროექტის პლატფორმას შენი დაფინანსებით, გამოდის, რომ რადიკალიზმს აფინანსებ საქართველოში. რასაც საჯაროდ ისმენთ არმაზ ახვლედიანისგან, სავარაუდოდ, ეს ითქმის იქაც [სემინარებზე]. დემოკრატიის არ აღიარება თქვენი აზრით კრიტიკაა?! ეს არის ანტიკონსტიტუციური ქცევა. „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბის“ და ამგვარი ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების მიზანი იყო - ტვინის გამორეცხვა, რადიკალიზაცია. სწორედ ამგვარი პროექტების შედეგია, რომ საქართველოში ჩვენი ყველანაირი პროტესტების ისტორიაში პირველად, 2023 წელს გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც ადამიანს ცოცხლად წვავდა. გამოიყენა იმ ადამიანმა, გმირად რომ გამოაცხადეთ, სახელიც რომ აღარ გვახსოვს და გაქრა. მეორედ უკვე 10 „მოლოტოვის კოქტეილი“ და მაშხალები გამოიყენეს. როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირიდან ისე გამოვედით, 9 აპრილმა ისე ჩაიარა, რომ ქართველი, პროტესტის გამომთქმელი მოძალადე არ ყოფილა?! იმის შემდეგ, სხვადასხვა ხელისუფლების დროს აქციები იმართებოდა, არასდროს ყოფილა მოძალადე აქციის მონაწილე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქართველებისთვის ყველაზე საამაყო იყო ხოლმე ყველა დროში ყველა აქციის მონაწილე.

„ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა, ვიტრინაც კი არ დამტვრეულა მაშინ, როდესაც პარიზში ამტვრევენ და ამსხვრევენ. ამტვრევენ და ამსხვრევენ - ეს იდეოლოგია რომ შემოვიდა, ხომ ფაქტია?! სირცხვილია, როდესაც რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის გვერდით ვხედავდით ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, თუ ელჩს. შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ იქნება - რადიკალი ვერ აღზრდის პატრიოტს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ის დააშავა ევროსაბჭოს ოფისმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის წევრ პოლიტიკოსს დაუფინანსა პოლიტიკური პროექტი, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ რადიკალის მხარესაა. სერგი კაპანაძე, კანდელაკი და სხვები ასე დარბიან და ხან პარტიის წევრები არიან და ხან „ენჯეოები“. სისულელეს, რომ არ არის პოლიტიკოსი, იმით გაჯერებენ, რომ ერთი-ორი ელჩი ამოუდგება და არ არის არაფერიო. სერგი კაპანაძე დიქტატორული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ჰოპ - გადახტა, გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია და დისკუსიაზე ეჯდათ როგორც ხალხის ხმა და „ენჯეო“. 2012 წელს ისევ გადმოხტა პოლიტიკაში, ისევ „ნაცებში“ და ვიცე-სპიკერი იყო პარლამენტში. 2020 წელს ისევ გადახტა „ენჯეოში“ და იყო [უცხოეთიდან] ფულის მიცემა და ა.შ. ეს ხომ პირდაპირ ადასტურებს, რომ ესენი არიან ადამიანები, ვინც აგენტურულ საქმეს აკეთებენ, ასრულებენ დავალებებს, რომლებიც გარედანაა წამოსული?! ჩვენ ევროსაბჭოს წევრები ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789978230

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამოხვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაცმოძრაობა“, „ენჯეოები“, როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ

„იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამოხვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქ...

შალვა პაპუაშვილი

1789976909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს

„ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა“, - განაცხადა პარ...

 შალვა პაპუაშვილი

1789975710

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება

„ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას, სადაც გვარამიამ აღნი...

ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამია

1789974776

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: გახარიას გარკვეულ პოზიციებზე ყოფნის დროს, ჩადენილია გარკვეული გადაცდომები

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილი პ...

გიორგი ვოლსკი

1789973712

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფ...

ააა