დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად, ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
„რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს სუს-ის მიერ უმძიმესი პროვოკაცია იყო თავიდან აღკვეთილი, რადგან აღმოაჩინეს გადამალული იარაღი.
„ჩვენ კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ, ხელისუფლების გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე 10 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
1783766621
ახალი ამბებითურქეთის პროკურატურამ ოპოზიციური მმართველობის ქვეშ მყოფ მუნიციპალიტეტებში 36 პირის დაკავების ბრძანება გასცა
თურქეთის პროკურატურამ მუნიციპალიტეტებში, რომელთაც ოპოზიციონერი მერები მართავენ, ქრთამის აღებისა და ტენდერების გაყალბების ბრალდებით, 36 პირის დაკავების ბრძანება გასცა. სამართალდამცველებმა 27 მათგანი უკ...
1783763849
მსოფლიოტეილორ სვიფტმა ნიუ-იორკს 160 000 დოლარი გადაუხადა, რათა მისთვის ქალაქის ცენტრში ქორწილის ჩატარების უფლება მიეცათ
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ნიუ-იორკს 160 000 დოლარი გადაუხადა, რათა მისთვის ქალაქის ცენტრში გრანდიოზული ქორწილის ჩატარების უფლება მიეცათ. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდა...
1783762316
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდ...
1783760979
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას, ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ, ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ...
1783760869
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ
„წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ“, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ა...































