ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ
„წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ“, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.
გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი, გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ.
„წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ. ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე! მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმაპური მიჰქონდათ. ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები!
ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თვითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?! და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადეკვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო. ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად. დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1783756710
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს
ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელში...
1783756308
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ...
1783754695
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნა...
1783752704
ახალი ამბებიკახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება რეაგირება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. როგორც მან პარტია „ძ...
1783751428
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა, რაზეც კ...






























