ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო

„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის (ანგარიშის) ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგთან დაკავშირებით.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მეორე მხრივ, იმ მიმზიდველი რეგულირების ჩარჩოთი, რაც ქვეყანაში მოქმედებს და ხელს უწყობს როგორც ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებას და კერძო სექტორის სწრაფ გაფართოებას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არის მინიმალური ბიუროკრატია, ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი და ზოგადად ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორის შედეგებზე და შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. რეკორდულია, ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორი ყველა მიმართულებით როგორც გამოშვების, ისე ბრუნვის მაჩვენებლებით.

გლობალურად ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე გავლენას ახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783681837

სპორტი

RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველო...

სპორტსმენები

1783680447

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...

თენგიზ შარმანაშვილი

1783679506

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“...

ვარლამ ლიპარტელიანი

1783678723

საზოგადოება

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ა...

გიორგი გაბუნი

1783677840

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწ...

პროკურატურა