პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი: მოსამართლემ განმარტა, რომ ელისაშვილმა არცერთ ეტაპზე არ მოინანია საკუთარი ქცევა, შესაბამისად, ვერ დაიმსახურა, მის მიმართ განსაზღვრული ყოფილიყო მინიმალური სასჯელი
სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით, გონივრული სტანდარტით დავადასტურეთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა, – ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა, რომლებიც იყო უტყუარი და თანმიმდევრული.
„სასამართლომ ისაუბრა საქმეში არსებულ ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღბეჭდილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ისაუბრა ფაქტის მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ასევე იყო თანმიმდევრული და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების თითოეულ სურათს. სასამართლომ ასევე შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას ჰქონდა ტერორისტული მიზანი – სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. მოსამართლემ ასევე ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის ქმედებასთან იყო რელევანტური. მოსამართლემ ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებულმა არცერთ ეტაპზე არ მოინანია საკუთარი ქცევა, შესაბამისად, ვერ დაიმსახურა, მის მიმართ მინიმალური სასჯელი ყოფილიყო განსაზღვრული“, – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
1783684913
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე
„სააკაშვილმა ჯერ თქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოსო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეიძლება, საფრთხის შემცველი ყოფილიყო და „რეფორმების საბჭო“ მოიგონა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უ...
1783684470
ახალი ამბებიპროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელი...
1783684360
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ რომ მემოქმედა. არ გამომივიდა
ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა. „მახრჩობდა ის პროტესტი,...
1783683679
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს არ ესწრებოდ...
1783683312
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...






























