დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე

 ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

მათიკაშვილის შეფასებით, გარე დავალების შესაბამისად, სააკაშვილის მიერ წახალისებული ძალადობა და ნეონაცისტური მიდგომები ზუსტად ასახავს დღევანდელი ოპოზიციის სახეს და ფსევდოლიბერალების იდეოლოგიურ სიბნელეს.

„ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს - ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდოლიბერალური და სინამდვილეში ნეონაცისტური მიმართულება პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდოლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის სახე დღევანდელი რადიკალიზმისა და აგენტურული ოპოზიციისა საქართველოში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784967562

ახალი ამბები

თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა განახლდა

თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა განახლდა. თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზაში შეფერხება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო იყო. თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენე...

თბილისის მეტრო

1784965936

ახალი ამბები

სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში. ამავე ცნობით, ავარიის დაფიქსირებისთანავე „საქართველო...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

1784964852

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებ...

 ცეცხლსასროლი იარაღი

1784963349

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის...

კანაფი“ ამოიღო

1784961230

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაიღუპა 2 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პ...

საპატრულო პოლიცია