ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

 ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხის წინ გამოცხადდა.

ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784965936

ახალი ამბები

სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში. ამავე ცნობით, ავარიის დაფიქსირებისთანავე „საქართველო...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

1784964852

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებ...

 ცეცხლსასროლი იარაღი

1784963349

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის...

კანაფი“ ამოიღო

1784961230

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაიღუპა 2 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პ...

საპატრულო პოლიცია

1784959402

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა. „დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვ...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა