ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა.
ნიკა კაპანაძეს საპატიმროში დღესვე გადაიყვანენ.
ცნობისთვის, 22 ივლისის ღამეს თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
მომხდარიდან მალევე პოლიციამ ნიკა კაპანაძე ცხელ კვალზე დააკავა.
1784964852
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებ...
1784963349
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის...
1784961230
ახალი ამბებიავარია ბათუმში - დაიღუპა 2 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პ...
1784959402
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა. „დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვ...
1784926520
ახალი ამბებიშეხვედრა თეთრ სახლში - დონალდ ტრამპმა, მრჩევლებთან ერთად, ირანის საკითხი განიხილა
„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმაღლეს მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ირანის მიმართ შესაძლო ესკალაცია განიხილეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დ...































