დავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა

„დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და რაც მთავარია, იმ მოდელზე, რა მოდელის პარტიასაც ქმნიან ახლა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რა მოდელზეც აწყობენ“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა დავით ნებიერიძემ განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნებიერიძე განმარტავს, ჟორჟოლიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მას სურს, იყოს მიხეილ სააკაშვილის მენეჯერი, ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დააკოპირებს "ქართული ოცნების“ მმართველობის მოდელს.

„ნანუკამ ასეთი რამ თქვა, რომ ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ აქ არის აბსოლუტური თანხვედრა „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის მოდელთან. ზუსტად ასეა „ქართულ ოცნებაში“: ჰყავთ ერთი ბელადი, ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველანი განხილულები არიან უბრალოდ როგორც მენეჯერები და აბსოლუტურად გამოშიგნულია პარტია პოლიტიკოსებისგან.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ არ ჰყავთ პოლიტიკოსი და ყველა არიან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი, ზუსტად იგივე მოდელის კოპირებას გულისხმობს ის, რაც თქვა ნანუკამ. ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ ნუ გეწყინებათ, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ ეს უბრალოდ წამოცდენა, შეცდომა და ასე შემდეგ არის, ჯობია გაასწორონ ეს მოდელი და თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ტრანსფორმაციის შედეგად იბადება მეორე „ქართული ოცნება“, რისი ნიშნებიც ძალიან დიდი ხანია იყო, რომ მიშას გარეშე თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ, მიშას გარეშე ყველა ხართ ნულები და ა.შ. ზუსტად ეს არის „ქოცური“ მოდელი, ეს არის რუსული მოდელი. ზუსტად ამ მოდელით არის შექმნილი როგორც „ქართული ოცნება“, ასევე რუსეთში „ედინაია რასია“. ზუსტად ეს მოდელი უზრუნველყოფს ტოტალიტარიზმს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ვისაც უნდა, რომ პოზიციონირებდეს ოპოზიციურ ფლანგზე. კატასტროფაა, რაც ნანუკამ თქვა და ფუნდამენტური შეცდომაა“, - განაცხადა ნებიერიძემ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791359438

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   „მარიამ ქვრივიშვილ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791358441

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვ...

ზაალ ანჯაფარიძე

1791358281

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი

„წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1791358041

ახალი ამბები

კახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრო...

კახა კალაძე

1791356137

ახალი ამბები

კახა კალაძე: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

„მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმ...

კახა კალაძე