შალვა პაპუაშვილი: იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები ფარულად აფინანსებდნენ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი, დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი
„საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის თემაზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული ძალებისგან. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდან წერია, რომ პარტიები, რომლებიც თავიანთი არსით არიან ანტიკონსტიტუციურები, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მათი ადგილი არ არის.
„ჩვენ, პარლამენტის წევრებმა გამოვიყენეთ კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის ძალიან დასაბუთებული. ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება. როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც წლებია, ცდილობენ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ეს პარტიები არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს. პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, უცხო სპეცსამსახურებთან; პარტიები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს დაზიანებით, ცდილობენ, სხვა ქვეყნის მთავრობები დაიყოლიონ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე. სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება ადამიანს, რომ დაასკვნას – ეს პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო განხილვებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები.
დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები იყენებდნენ და ფარულად აფინანსებდნენ ამ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი და არა ქართველი ერის. მათ დებატები ექნებათ, შევიჭერით იმ სფეროში, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1791358441
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვ...
1791358281
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი
„წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრ...
1791358041
ახალი ამბებიკახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრო...
1791356137
ახალი ამბებიკახა კალაძე: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა
„მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმ...
1791354141
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომა...































