ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით
„მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისათვის მადლობა გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს“, - განაცხადა პრემიერმა.
1791359936
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1791359822
ახალი ამბებიპაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე: ჯანმოს შეფასებით, რისკი რუსეთისთვის დაბალია, ევროპისთვის ძალიან დაბალი - ასე რომ, სანერვიულო არაფერია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-სთან რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ...
1791359438
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილ...
1791358441
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვ...
1791358281
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი
„წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრ...































