დავით ქართველიშვილი: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან, მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია - ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური

„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ დღეს რა დამოკიდებულებას ავლენს ევროკავშირი საქართველოს მიმართ, ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან.

„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება. ეს აღარ არის „ბანაკებს შორის არჩევანის“ ისტორია, არამედ ჩართვა ისეთ არქიტექტურაში, სადაც ფასობს არა ლოიალობის დეკლარაცია, არამედ ტრანზიტის უზრუნველყოფის, მარშრუტების მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის პროგნოზირებადობის უნარი. სწორედ ამ პრაქტიკულ სიბრტყეში იწყებს თბილისი რეალური წონის დაგროვებას. ამ ფონზე, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა ევროკავშირთან, აშკარა ხდება: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია - ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური. შესაბამისად, ყალიბდება ურთიერთობების ახალი ფორმულა: ნაკლები იდეოლოგიური ზეწოლა და მეტი ცივი ანგარიში. ეს არ არის ღირებულებათა კავშირი, ეს არის აუცილებლობის კავშირი, სადაც საქართველო თავის ფორმალურ სტატუსზე გაცილებით დიდ როლს თამაშობს.

ახლა კი შევეხოთ რუსეთის აშკარა გაღიზიანებას სწორედ რომ საქართველოს მსგავსი პოზიციონირების გამო: რუსეთი სუსტ მოთამაშეებს, რომელთაც ხელში არ აქვთ კოზირები, აიგნორებს და ზიზღით უყურებს. ამჟამად კი საქართველო რუსეთის თვალწინ გარდაიქმნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თამაშის სუბიექტად, რაც მათ შორის ურთიერთქმედების ლოგიკას რადიკალურად ცვლის. ასეთ კონფიგურაციაში ვაჭრობა ქვეყნებს შორის უკვე შესაძლებელია - არა ცალმხრივი ზეწოლის ფორმატში, არამედ გაცვლის რეჟიმში. ჩნდება სივრცე, სადაც თბილისს აქვს უფლება, გამოითხოვოს კონკრეტული, პრაგმატული ბენეფიტები. მათ შორის მოსკოვთან ურთიერთობებშიც, საკუთარი მზარდი ფუნქციური მნიშვნელობის საფუძველზე, საბოლოო ჯამში ყალიბდება ახალი რეალობა: საქართველო აღარ არის უბრალოდ ტერიტორია, რომლის გავლითაც პროცესები მიმდინარეობს, ის გარდაიქმნება მექანიზმად, რომელიც ამ პროცესებს ორგანიზებას უწევს. ამ სისტემაში იმარჯვებს არა ის, ვინც აკონტროლებს ნაკადებს და გავლენას ახდენს მათ კონფიგურაციაზე. და როგორც კი გაიზრდება ქვეყნის ჩართულობა, ტრანზიტიდან ფინანსურ გარიგებებსა და საჰაერო კორიდორებამდე - საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად დაიმკვიდრებს თავს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებთანაც უკვე არა უბრალოდ საუბრობენ, არამედ რეალურად გარიგდებიან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776499692

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებე...

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებ

1776499193

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკუ...

დაკავებადაკავება

1776498322

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, გვასწავლის როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა, დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი

„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მართლმადი...

შალვა პაპუაშვილი

1776496845

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშაონ ასე

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მ...

ეკა სეფაშვილი

1776495864

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპუ...

 გეკა გელაძე