მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის - კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776499193

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკუ...

დაკავებადაკავება

1776498322

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, გვასწავლის როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა, დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი

„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მართლმადი...

შალვა პაპუაშვილი

1776496845

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშაონ ასე

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მ...

ეკა სეფაშვილი

1776495864

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპუ...

 გეკა გელაძე

1776494028

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის...

სულხან თამაზაშვილი