ცოტნე ივანიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, საერთო ღირებულება, რომელსაც სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია
„ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე, სადაც უპასუხა ერთ-ერთი დამსწრე ახალგაზრდის შეკითხვას, ძალადობრივი აქციების შედეგად დაკავებული „პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების“ შესახებ.
რაც შეეხება პოლარიზაციას, ცოტნე ივანიშვილის თქმით, საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა. თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დებატებში მონაწილე მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს სამშობლოს რეალური სიყვარული, სხვა შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანს საქართველოს ცუდი ახარებს და კარგი აუბედურებს, მასთან დისკუსიას აზრი არ აქვს.
„მგონია, რომ პოლარიზაციის საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.
როდესაც პირიქით - ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება - ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცი“, „რუსი“, „აკაცუკი“, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად. ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული.
შესაბამისად, მე პირადად, ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატებით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, მიხარია, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა, საუბარი ჩატარდება,ეს იქნება „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდების მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მგონია, დებატი, დისკუსია, ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა შეკვეთილში მიმდინარე კონფერენციაზე.
1776499692
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებე...
1776499193
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკუ...
1776498322
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, გვასწავლის როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა, დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი
„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მართლმადი...
1776496845
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშაონ ასე
„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მ...
1776495864
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპუ...































