მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი გაიაფდა

ოქროსა და ვერცხლზე ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა. ვაჭრობის შედეგად ოქრო 12%-ით გაიაფდა და მისი ერთი უნციის ფასი 5 000 აშშ დოლარზე ნაკლები გახდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რაც შეეხება ვერცხლს, ის ერთ დღეში 36%-ით გაიაფდა. ეს არის ერთ დღეში ვერცხლის ფასის კლების რეკორდი მთელი ისტორიის განმავლობაში. საინტერესოა, რომ ორივე ძვირფასი ლითონი 2025 წელს სტაბილურად ძვირდებოდა. ერთი კვირის წინ რამდენიმე დღეში ოქრო 220 დოლარით გაძვირდა.

ოქროს და ვერცხლის ფასის დაცემა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს უკავშირდება. მანამდე ინვესტორები შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპი მარეგულირებელი ორგანოს უფროსად ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც განაკვეთებს პირველივე მოთხოვნის შემდეგ დასწევს, რაც დოლარის გაუფასურებას და ინფლაციას გამოიწვევს.

იმის შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კევინ უორში ინიშნება, რომელიც ამ თანამდებობას ადრე უკვე იკავებდა, ბირჟებზე ეს ინფორმაცია აღიქვეს, როგორც სტაბილური მონეტარული პოლიტიკის სიგნალი. ამ ფონზე დოლარი გამყარდა, რამაც ძვირფასი ლითონების მიმართ ინტერესი შეამცირა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769854163

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა. „აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მა...

გიორგი სოსიაშვილი

1769851963

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის...

არჩილ გორდულაძე

1769850437

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

1769848900

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: ორგანიზაციად წოდებული „საერთაშორისო გაუმჭვირვალობა“ უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიერ...

ნინო წილოსანი

1769847606

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება

 „ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქ...

ლევან ჟორჟოლიანი