ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება
კანონპროექტის მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ ზოგად და უმაღლეს განათლებაში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრმა დეტალური ხედვა წარადგინა, რომელიც გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
„რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმის ნაწილს, მოგეხსენებათ, კანონპროექტის პირველი პაკეტი საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდა, ხოლო მეორე პაკეტი მომავალ კვირას გავა.
მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, მოგეხსენებათ, არსებობენ: პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები და ასისტენტები. მათ დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დაახლოებით, კათედრის გამგის პოზიცია იქნება. ანუ, მათ დაევალებათ მიმართულების ხელმძღვანელობა. ძირითადად, ამ მიმართულებას ეხება შესაბამისი ცვლილებები.
ასევე, მეორე ტექნიკური მუხლი გახლავთ რეორგანიზაციის პროცედურების გაწერა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და შესაბამისად, აღნიშნული მუხლი ეხება სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტ დეტალიზაციას“, - განაცხადა გაბისონიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სამინისტროში 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
1769851963
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს
„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის...
1769850437
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...
1769848900
ახალი ამბებინინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: ორგანიზაციად წოდებული „საერთაშორისო გაუმჭვირვალობა“ უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიერ...
1769847606
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება
„ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქ...
1769845115
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!
„თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...































