დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო

„მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნაწილად, არამედ ამ „შუა დერეფნის“ პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ აქტორად და მოთამაშედ. ამის არდანახვა არ შეიძლება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები უალტერნატივოა.

„ეს ეხება ყველაფერს - ხმელეთს, რკინიგზას, ავტომაგისტრალებს, ნავთობსადენებს, ჰაერმაც კი მისცა საშუალება, ხუთჯერ თუ ექვსჯერ გაეზარდა ავიარეისების ნაკადი იმიტომ, რომ ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი ვართ დღეს მთელი მსოფლიოსთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მიმავალ ღერძზე. ამიტომ შეიცვალა ის, რასაც ადგილი ჰქონდა 3-4 წლის წინ - გვახსოვს არაერთი ევრორეზოლუცია რაღაც გიჟური მოთხოვნებით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში თითქმის არაფერი განხორციელებულა. მინისტრები და ევროპარლამენტები სხვადასხვა სუბსტანციები არიან, მინისტრები უფრო პრაგმატიკოსები არიან და მათ უფრო აქვთ პულსზე ხელი, და მშვენივრად იციან, რა არის დღეს საქართველო, რომელი თავადაც არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ეკონომიკური, დიპლომატიური ფორუმის მიმღები მხარე და ბევრ დიპლომატიურ ფორუმშიც თავად მონაწილეობს, არა როგორც სტატისტი ან პერიფერიის წარმომადგენელი”, - განაცხადა ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776524874

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა

გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს. გამსახურდიას თქმით, დღევანდელი ოპოზიციის იდეუ...

გიორგი გამსახურდია

1776522481

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში

„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...

ირაკლი ჭეიშვილი

1776521198

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში

„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...

ირაკლი ჭეიშვილი

1776520821

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპუ...

შალვა პაპუაშვილი

1776519126

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო

როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო , - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სო...

გიორგი სოსიაშვილი