გორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორია დაასახელა.
ამასთან, გორდულაძის განცხადებით, არ შეიძლება, ცალკეულ კონტექსტში იყოს განხილული საკანონმდებლო ცვლილებები და მიდგომები, რომლებიც განხორციელდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში.
„ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარეობს და შეგვიძლია, პირობითად სამ კატეგორიად დავყოთ. ერთი არის უსაფრთხოების საკითხი და გამოწვევა. მთელ რიგ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკის და ასე შემდეგ ზრდა.
ეს თემა დაკავშირებულია, ასევე, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდანაც, არის დასაქმება - ადგილები, სადაც შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ.
და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა - თუ ჩვენ არ შევძელით, რომ ეკონომიკას, ბიზნესს მივაწოდოთ შესაბამისი საკადრო რესურსი, ვერ გვექნება პრეტენზია ვერანაირ ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო თუ ვერ გვექნება ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, ვერ გვექნება გაუმჯობესებული სოციალური გარემო.
სწორედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბალანსი უნდა იყოს დაცული, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი, თავისუფლად შეეძლოს, რომ დასაქმდეს კონკრეტულ სამუშაო ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესს არ შეექმნას ზედმეტი წნეხი და არ იყოს ისეთი ბიუროკრატიული მოცემულობა და პროცესები ისე გაწელილი, რომ არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვალიფიციური მუშახელი დაიქირაოს.
სამწუხაროდ, შეგვიძლია, ვაღიაროთ, რომ კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებებით. ეს თავის მხრივ დაკავშირებულია განათლების საკითხებთანაც”, - განაცხადა გორდულაძემ.
1776528702
ახალი ამბებიმეწარმე ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
„არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემ...
1776527540
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო
„მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნა...
1776524874
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს. გამსახურდიას თქმით, დღევანდელი ოპოზიციის იდეუ...
1776522481
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში
„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...
1776521198
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში
„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...































