მეწარმე ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
„არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემს საკუთარ თავშიც ვეძიო“, - განაცხადა მეწარმემ, ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა ნინო რაზმაძემ შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელსაც ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა.
მან ისაუბრა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გალობის უნივერსიტეტის მაგალითზე და აღნიშნა, რომ ბაზრის კვლევის შედეგების თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტების 100-დან 99 პროცენტი, საკუთარ რეგიონში ბრუნდებოდა დასაქმების მიზნით.
„წარმოვადგენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს და მეორე მხრივ, ვარ მეწარმეც. პირველად ვარ მსგავსი ტიპის შეკრებაზე და პოლიტიკურადაც არ ვარ აქტიური არც პოზიციის, არც ოპოზიციის მხრიდან. ცოტნე, მინდა თქვენს იდეას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ, რომ ვხედავ, დისკუსიას რამდენად სასიამოვნო შედეგები მოჰყვება. ასევე, ჩვენს ჩემპიონებს განსაკუთრებულად რომ არ მივესალმო, არ შემიძლია, იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანის განვლილი გზა, პირადად ჩემთვის და ყველასთვის არის საამაყო.
პირველი, რაც მინდა გითხრათ, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ძალიან წარმატებული მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის გალობის უნივერსიტეტის მხრიდან; ვარ ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორი. ჩვენ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად, შევქმენით უპრეცედენტო შემთხვევა ხელოვნების სფეროში, სადაც ყველა რგოლი მოვიცავით - დავიწყეთ სკოლის ბავშვებიდან, გავაგრძელეთ სალოტბარო სკოლებით, აბიტურიენტების მხარდაჭერით, შემდგომ უკვე უნივერსიტეტში სწავლებით და მე პირადად მომიწია ბაზრის კვლევის ჩატარება, სადაც აღმოვაჩინე ძალიან უცნაური რაღაც: ჩვენი სტუდენტების 100 პროცენტიდან 99 პროცენტი დაბრუნდა რეგიონში, საიდანაც იყო წამოსული და იქ დასაქმდა სკოლებში და ა.შ. ახლა რომ გვჭირდება, განათლების სამინისტროდან გვაქვს მოთხოვნა, რომ სკოლის გუნდებისთვის პედაგოგი შევარჩიოთ, გვიჭირს კადრებში. მესმის, რომ ეს პროფესიული განათლებაა და წლების შრომა სჭირდება, მაგრამ, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ თუ ვინმეს რაიმე ინტერესი გაქვთ, სიამოვნებით გელოდებით. ჩვენც, თუ რაიმე ტიპის თანამშრომლობას შევძლებთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას და ჩვენს თავდადებას“, - აღნიშნა რაზმაძემ.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა „გრანტების შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დგომის მიუხედავად, ახლა, როგორც მეწარმე, პირადი გამოცდილებით, დადებითად აფასებს მიმდინარე პროცესს. რაზმაძის თქმით, ყველა დონორი ორგანიზაცია, სახელმწიფოსგან ნებართვის მიღების შემდეგ, ჩვეულებრივად განაგრძობს საქმიანობას.
„მეორე საკითხი მინდა აღვნიშნო „გრანტების კანონთან“ დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე, როგორც მეწარმეს, ფაქტობრივად ყველა ტიპის მხარდაჭერა მაქვს მიღებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან და ძალიან აქტუალურია ეს ახალგაზრდებისთვის. სხვათა შორის, მე აქციებზე ვიდექი, ყველა აქციაზე, არც ერთი არ ჩამიგდია, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“ და ეს ძალიან „ბუასავით“ ჩანდა, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი. მაგრამ, ახლა მინდა, რომ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ: როგორც მეწარმეს, უკვე მეორედ დამიკვეთა ჩეხეთის კარიტასმა, ტენდერის პირობების გავლით, ფიზიკური აქტივობის საბავშვო ავეჯის შეტანა სახელმწიფო ბაღებში და ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა. მიმართეს სახელმწიფოს, მართალია, ორი თვე ველოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ მივიღეთ თანხმობა და ჩავაბარეთ ეს პროდუქცია. ასევე, ახლა, GIZ-ის და UNDP-ის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციების პროექტები მიმდინარეობს, ჩვეულებრივ რეგისტრირდებიან, იღებენ ნებართვას და ჩვენც, მეწარმეებიც ჩვეულებრივ ვსარგებლობთ ამ პირობებით. ამით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ახლა შეიძლება ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაგრამ ახალგაზრდებს არ მინდა, რომ შეეშინდეთ, ეს ორგანიზაციებიც გაერკვევიან რა პროცედურაა, ჩვენც, მეწარმეებიც გავერკვევით და მე, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს. ერთადერთი, რაც მინდა რომ გთხოვოთ, არის ის, რომ თქვენნაირი გულანთებული ადამიანები რომ ტოპ-მენეჯმენტში არიან, ძალიან კარგია ეს, მაგრამ, ბიუროკრატიის ნაწილში ცოტა გვიჭირს ხოლმე, მაგალითად, ორი თვე არ შეიძლება სჭირდებოდეს ელემენტარული ნებართვის მიღებას და თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ძალიან სასიამოვნო იქნება“, - განაცხადა ნინო რაზმაძემ.
1780828784
ახალი ამბებიკალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...
1780827865
ახალი ამბებიანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მომგვევლინა, კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო“ - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ...
1780826386
ახალი ამბებიობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...
1780824732
ახალი ამბებიშიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...
1780822962
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...































