დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული

რამდენადაა შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ტონის შეცვლა - ამ თემაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან და აქცენტი გააკეთა იმაზე, რამდენად რეალურია ევროინტეგრაციის პროცესში სამოქმედო გეგმად ბრიუსელის 9-პუნქტიან რეკომენდაციებზე სწორება.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები, პირველ რიგში, სჭირდება თავად ევროკავშირს და ის ცდილობს თავისი შეცდომების გამოსწორებას. მისი თქმით, ამის დასტურია ბრიუსელის წარმომადგენლების ბოლო ვიზიტები თბილისში.

„9 პუნქტამდე და 9 პუნქტის შემდეგაც, ჩვენთვის სწორება იყო უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ფაქტობრივად უკვე, ყველამ განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში „წარმატებულები იყვნენ“, მათი ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვთ. ამიტომ, ყველამ გასცეს პასუხი იმას, რა არის რეალობა და რა - ფიქცია. პრაქტიკული ურთიერთობები დღეს გადის საქართველოზე, როგორც გეო-ეკონომიკის სუბიექტზე, რომელიც სჭირდება ევროკავშირს და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. სწორედ ამიტომაც ჩამოდიან ნელ-ნელა ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში, რათა თავადვე გამოასწორონ ის დაპაუზებული ურთიერთობები, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი თვითონ ევროკავშირმა შეაჩერა და ეს გააკეთა 2024 წლის ივნისში. ამას არც მალავს არავინ. შესაბამისად, დღეს გვექნება ამ პროცესების რეანიმაციის და რენესანსის მცდელობა, რომელიც წყალივით სჭირდება ევროკავშირს. ამიტომ, საქართველომ ძალიან მოთმინებით, ღირსებით და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობით უნდა შეხედოს ამ ყველაფერს.

ეს ერთი და არის მეორე ძალიან საინტერესო საკითხი რუსეთთან მიმართებით. ევროკავშირის გააქტიურებამ გამოიწვია რუსეთის ოფიციალური წრეების გაღიზიანება და ეს გასაგებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რუსეთის ამ ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკების წინაპირობის არსებობა. მოსკოვიდან არ ისმის არაფერი - არც საკუთარი შეცდომის აღიარება და არც პრეცედენტული ან საკომპრომისო ვარიანტის შემოთავაზება საქართველოსთვის. არადა, ყველამ ძალიან კარგად იცის სად არის ეს ჩიხი, რომელიც არ გვაძლევს თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საშუალებას. მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს იგივე ჰოლანდიის კუნძულების და ფინეთის ურთიერთობებში, ასევე, ჰონკონგის და პეკინის ურთიერთობებში.

მაგრამ არაფერ ამაზე არ მოდის მოსკოვი და სანამ არ მოდის, უნდა ახსოვდეს ჟირინოვსკის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო მაინც დაუბრუნდება რუსეთს, ოღონდ მუხლებზე ხოხვით. მუხლებზე ხოხვით არც მოსკოვს დავუბრუნდებით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული. მოსკოვმა დაინახა, რომ საქართველო ძლიერდება, როგორც სუბიექტი და გეო-ეკონომიკის ცენტრად იქცევა და რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა, იმიტომ, რომ მას სჭირდება სუსტი საქართველო, ობიექტად ქცეული საქართველო, რომელიც თურმე მუხლებზე ხოხვით უნდა დაუბრუნდეს დიად იმპერიას. არ იქნება ეს და ვერ იქნება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776527540

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო

„მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნა...

დავით ქართველიშვილი

1776524874

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა

გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს. გამსახურდიას თქმით, დღევანდელი ოპოზიციის იდეუ...

გიორგი გამსახურდია

1776522481

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში

„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...

ირაკლი ჭეიშვილი

1776521198

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში

„ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში. ბლაჟევიჩმა როგორ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი ან პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა...

ირაკლი ჭეიშვილი

1776520821

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპუ...

შალვა პაპუაშვილი