დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი
რადიკალების მიერ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
„როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მანძილზე ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ქართველების ქრისტიანობისგან ჩამოშორება, შესაბამისად, ამას ვერც გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია შეძლებს.
„ამ ადამიანებში [რადიკალებში] ბრიუსელის მიერ რომ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ცხადია იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული ზოგადად რას ნიშნავს დედა ეკლესია, ვინ არის პატრიარქი, რა არის სარწმუნოება და ღმერთი. როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე? თუმცა, ჩვენთვის, უმრავლესობისთვის, სულ ორი-სამი დეტალიც საკმარისი იყო, როდესაც 2017 წლის გიორგობის წირვაზე, 23 ნოემბერს, პატრიარქმა იქადაგა და ხმამაღლა თქვა, რომ სწორედ წმინდა გიორგის შთაგონებით მიიღო გადაწყვეტილება მეუფე შიო მუჯირის შესახებ. როგორ გინდათ, მორწმუნე ადამიანის, საპატრიარქოს მრევლის პოზიციიდან, შევიდეთ რაიმე დისკუსიაში იმ ძალებთან, პატარა „ჭინკებთან“ და მათ უკან მდგომ სერიოზულ სისტემასთან, რომელთაც არ ესმით, რომ უფალს, ღვთისმშობელსა და დედა ეკლესიას ამ ქვეყანაში ვერ დაამარცხებენ. ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ეს იმპერიები ისტორიულ არქივებშია გადაბარებული, ხოლო მეთერთმეტე - გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია - ცდილობს, რომ რატომღაც თავისას მიაღწიოს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1774622284
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში...
1774622180
ახალი ამბებიშარმანაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ხალხის მოწამვლას
„იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას“, - ასე ეხმაურება მმართველი...
1774620231
საზოგადოებათბილისში Planet Hollywood-ის კავკასიის რეგიონში პირველი სასტუმრო გაიხსნება
საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International-ი თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. Planet Hollywood Hotel & Casino Tbilisi კავკასიის რეგიონში ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება. კომპანიის...
1774618732
საზოგადოებაპროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1774617391
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია - ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან
„ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განა...




























