დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა თქვა, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო ანდერძზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე.
მან ვიწრო წრეში განაცხადა და მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.
კათოლიკოს-პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევს წმინდა სინოდი და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა წარმართავს ამ პროცესს.
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ, არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს“, - აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე.
1774856651
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გა...
1774854366
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად ირანში ნავთობის ხელში ჩაგდებას ამჯობინებდა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ნ...
1774853219
საზოგადოებარუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 4 ახალაშენებულ კორპუსში,...
1774852422
საქართველოMoody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა. გადახედვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გა...
1774851319
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის კუბაში მიწოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბაში რუსულ ნავთობს ჩაიტანს. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზ...


























