ლევან მაჭავარიანი - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ

„პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და, შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ.

„გვახსოვს, ერთი თვის განმავლობაში დანარჩენი დაკავებულებიც როგორ იმუქრებოდნენ, რომ ეს იქნებოდა დამხობის აქცია, რომ საქართველოში რაღაცა ნეპალის სცენარი განმეორდებოდა და შემდეგ ვიხილეთ, ეს აქტორები როგორ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ პრეზიდენტის სასახლესთან გადასულიყვნენ, სასახლე შტურმით აეღოთ და შემდეგ უკვე დანარჩენი ადმინისტრაციული შენობებიც. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების საკმაოდ მაღალი ხარისხი და სტანდარტი არსებობს დაკავებულებთან მიმართებაში, ვინაიდან ვიდეომასალა არსებობს აბსოლუტურად ყველაფრის, შესაბამისად, ახლა მხოლოდ თავის მართლება დარჩათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი, რადგან თავად ამას არ აღიარებს, ლევან მაჭავარიანმა უპასუხა:

„მე არ მაქვს უფლება, რომ რაიმე მტკიცებით ფორმატში გავაჟღერო, ეს გამოძიების საქმეა. ჩემი გადმოსახედიდან ლოგიკურად თუ მივყვებით, რა თქმა უნდა, ბატონი მანჯგალაძე ამ ყველაფერში ჩართული იყო. ეს არ იყო ერთი და ორი თვის დაგეგმილი, ეს იყო წინასწარ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი კამპანია, სადაც ეს აქტორები ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდნენ. ბატონ მანჯგალაძეს მართლა რამე კითხვა თუ ჰქონდა ბურჭულაძესთან, შეეძლო, დაერეკა ან აქციის დაწყებამდე ეკითხა“.

ამასთან, ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაზეც, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას.

„ეს სასამართლოს პრეროგატივაა, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სახალხო დამცველი იქნება თუ პოლიტიკოსი, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაიმე მტკიცებით ფორმატში გავაჟღეროთ. მე როდესაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმაზე დაყრდნობით, რაც ვიდეომასალაში ვიხილე. ეს ჩემთვის, როგორც არაიურისტისთვის, საკმარისია, რომ საქმეს დანაშაულის კვალიფიკაცია მივანიჭო, თუმცა მტკიცებით ფორმატში ამას ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774689348

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან - კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა ს...

ვარლამ ლიპარტელიანი

1774688114

ახალი ამბები

29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

29 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. „ამა წლის 29 მარტს,...

 მეუფე შიო

1774686439

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი - აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად

 28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება. „დედამიწის საათი (Earth Hour) გლობალური გარემოსდაცვით...

დავით სონღულავილი

1774684708

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე

„როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი სა...

ზვიად შალამბერიძე

1774683634

მსოფლიო

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანიდან რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შემდეგ, სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა და 5 ადამიანი დაშავდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქა...

აბუ-დაბიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა