ლევან მაჭავარიანი: ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი - როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში

„ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებასა და უწმინდესს.

„ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს.

თუმცა, ამ ძალებმა იხილეს, თუ როგორი ერთიანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდესს. რა თქმა უნდა, ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, რადგან იგი პატრიარქის მიერ იყო დასახელებული და გამორჩეული. შესაბამისად, ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774689348

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან - კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა ს...

ვარლამ ლიპარტელიანი

1774688114

ახალი ამბები

29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

29 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. „ამა წლის 29 მარტს,...

 მეუფე შიო

1774686439

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი - აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად

 28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება. „დედამიწის საათი (Earth Hour) გლობალური გარემოსდაცვით...

დავით სონღულავილი

1774684708

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე

„როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი სა...

ზვიად შალამბერიძე

1774683634

მსოფლიო

აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანიდან რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შემდეგ, სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა და 5 ადამიანი დაშავდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქა...

აბუ-დაბიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა