ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა.
„ხამენეის გზა გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.
1772377817
ახალი ამბებიმეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ მართლმადიდებელი სარწმუნოების
„ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპ...
1772376697
ახალი ამბებიდღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა - მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად
დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებ...
1772374953
ახალი ამბებიალიევი: აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამ რთულ დღეს მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი...
1772374834
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი თავის ბლოგში მიმოიხილავს ჰიბრიდულ ომს და მასში ტექნოლოგიების როლს. ანალიტიკოსი წერს ევროკავშირის ახალ კანონებზე, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნებისათ...
1772374196
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის ზეიმზე წმინდა სამების ტაძარში წირვა აღევლინა
ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. თარიღის აღნიშვნა მერვე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირე...































