დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება

სახელმწიფოს მიერ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტის შეძენისა და მკურნალობის პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ეს თერაპიაა განკუთვნილი, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, ხოლო ჯანდაცვის სისტემას საშუალება ეძლევა, იშვიათ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„ამის შესახებ ქართული „კოშმარვიზიებიდან“ვერაფერს შეიტყობთ, ვინაიდან არ არის საპროტესტო მიტინგები და არც „რუსული რეჟიმის“ დადანაშაულება „კრემლის დავალებით“ საკუთარი მოსახლეობის „განადგურების“ თაობაზე. ჩვენ კი აუცილებლად შევეხოთ ამ თემას: იშვიათი დაავადებების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამამ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად უფრო სრულყოფილი გახადა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების გამოვლენის, აღრიცხვისა და მეთვალყურეობის სისტემა. გამოქვეყნებული სამეცნიერო მონაცემების თანახმად, შესაბამისი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 140 პაციენტი ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, ხოლო სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 80–90 პაციენტი იშვიათი დაავადებების მონიტორინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალშობილთა ეროვნულ სკრინინგს: 2022 წელს საქართველოში დაბადებული 40 420 ახალშობილიდან დაავადების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - დაახლოებით ერთი შემთხვევა 5 051 დაბადებაზე, ხოლო 2023 წელს 37 695 ახალშობილიდან უკვე 10 შემთხვევა - დაახლოებით ერთი 3 774 დაბადებაზე. კვლევებმა ქართველი პაციენტების სპეციფიკური გენეტიკური პროფილიც გამოავლინა: აღმოჩენილია CFTR გენის მუტაციის 29 ვარიანტი, ამასთან, საქართველოში ყველაზე გავრცელებული c.1545_1546delTA მუტაციის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული F508del-ისგან. ახლა კი სახელმწიფო პროგრამა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის.

2026 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატ Trikafta-ს შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. მინისტრის შეფასებით, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და მათი ოჯახისთვის იქნება „გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და პაციენტების მშობლებს შორის თანამშრომლობის შედეგად მიიღეს, ხოლო თავად პრეპარატი მან ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად შეაფასა.

ეს არსებითად ცვლის დახმარების მოდელს: საუბარია უკვე არა მხოლოდ დაავადების ადრეულ გამოვლენაზე, მონიტორინგზე, ანტიბიოტიკებზე, ინჰალაციურ თერაპიაზე, ვიტამინებსა და გართულებების მკურნალობაზე, არამედ თანამედროვე CFTR-მოდულატორულ თერაპიაზე, რომელიც შესაბამისი გენეტიკური ვარიანტების მქონე პაციენტებში უშუალოდ CFTR ცილის დარღვეულ ფუნქციაზე მოქმედებს.

შეფასება და პროგნოზი: რაოდენობრივად შედარებით მცირე ჯგუფისთვის (დაახლოებით 140 შემთხვევისთვის) სახელმწიფოს გადაწყვეტილებას თანამედროვე თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბენეფიციართა აბსოლუტური რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს იმ უნარით იზომება, არ დატოვოს თანამედროვე მედიცინის მიღმა რამდენიმე ათეული ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადება იშვიათია, ხოლო მკურნალობა - ძვირად ღირებული.

თუ Trikafta-ს დანერგვას თან ახლავს შესაბამისი პაციენტების გენეტიკური შერჩევა, მუდმივი კლინიკური მონიტორინგი და ახალშობილთა ეროვნული სკრინინგის გაგრძელება, მოსალოდნელია თანდათანობითი გადასვლა ცისტური ფიბროზის შედეგებთან და გართულებებთან ბრძოლის მოდელიდან თავად დაავადების მექანიზმის გრძელვადიან კონტროლზე. იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ეს თერაპია ნაჩვენებია, ეს პოტენციურად ნიშნავს ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად უკეთეს პერსპექტივას, ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის - იშვიათ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამის თვისებრივად და ტექნოლოგიურად ახალ საფეხურზე გადასვლას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786450677

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ბარამიძის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს...

მამუკა მდინარაძე

1786449089

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა კიდევ გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით,...

მიხეილ სარჯველაძე

1786448542

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის გა...

შსს შსს

1786447182

ახალი ამბები

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. კვლევის მი...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1786446732

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და...

გიორგი გამსახურდია